saqarTvelos mdinareebi - aafsTa
ტერიტორიული ერთეულები | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ბზიფის ქედი 43°16`40` ჩ. გ. 40°48`28` ა. გ. |
შესართავი | შავი ზღვა 43°05`12` ჩ. გ. 40°41`12` ა. გ. |
სიგრძე | 35 კმ |
აუზის ფართობი | 243 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 11,9 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს, აუზის ფართობი 243 კმ²-ს. სათავე აქვს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1445 მეტრ სიმაღლეზე და მის სამხრეთ კალთაზე მოედინება. ხეობა გამომუშავებულია ცარცულ და იურულ კირქვებში. ქვემო დინებაში გორაკ-ბორცვიან ზოლში გაედინება. შავ ზღვას ერთვის გუდაუთსა და ახალ ათონს შორის. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. ახასიათებს გაზაფხულის წყალდიდობა და ხშირი წყალმოვარდნა. მთავარი შენაკადია მდინარე დოხვართა. შუაწელში მარცხნივ ერთვის ხაბიუს მღვიმური ნაკადი. საშუალო წლიური ხარჯია 11,9 მ³/წმ.